გიორგი გახარია : მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2020 10:50

გიორგი გახარია : მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება ასევე საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას, რადგან რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა გახარიამ.

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2020 10:50