გიორგი გახარია: „სააკაშვილი დღეს არავინ არ არის თუ მოხდა სასწაული და ჩამოვიდა – ეს ოცნებასთან შეთანხმებულია და ოცნება რასაც იკადრებს – ზუსტად იმავეს, როგორც მელიას გაუკეთა ამნისტია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მედიის კითხვებს უპასუხა რა მოჰყვება თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.

„ამას არაფერი არ მოჰყვება. ჯერ ერთი არ ჩამოვა, მეორე – ვერ ჩამოვა და მის ჩამოსვლას ვერაფერი ვერ მოჰყვება იმიტომ, რომ გასამართლებული ადამიანის ადგილი, რომელიც ჩამოვა საქართველოში – რა თქმა უნდა ციხეშია.“ – ამბობს გახარია

„და მერე თუ ოცნებამ გაბედა, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი და თუ გაბედა და საერთოდ ხმა ამოიღო, როგორც უკვე ნელ-ნელა ლაპარაკი დაიწყეს ამნისტიაზე – აი ამას მოჰყვება მერე ადამიანების, რიგითი მოქალაქეების უძლიერესი გაბრაზება და მრისხანება და მერე ვნახოთ რა მოჰყვება.’’ – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

„დამნაშავის აგდგილი არის ციხეში, მორჩა!“ – ასე პასუხობს გახარია მედიის კითხვაზე, როგორ იმოქმედებდა თავად, სააკაშვილის ჩამოსვლისას ის რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს.
გახარია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ოცნების ინტერესს უკავშირებს.
„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, რაღაც ფეიქ რაღაცის დადება – ეს ზღაპრები არის ოცნების მიერ მოგონილი, რომელსაც აგორებენ თავისი მომხრეების მობილიზებისთვის – ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას ეს რა თქმა უნდა იქნება ოცნებასთან შეთანხმებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია – ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ესენი დღეს რას ამბობენ – უბრალოდ ოცნებას დასჭირდა მაშველი რგოლი რომ ადამიანები შეაშინოს რაღაცით, ახლა აშინებენ ამით.’’
„ეს 2 ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილ – სააკაშვილი დღეს არავინ არ არის, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული, კარიკატურული ფიგურაა. ერთადერთი მნიშვნელობა თუ რამე აქვს – აქვს ოცნებისთვის და გამოაძრობენ ხოლმე მაშინ, როცა გაუჭირდებათ. თუ მოხდა სასწაული და ოცდამერვეჯერ ჩამოვიდა – რა თქმა უნდა ეს ოცნებასთან შეთანხმებულია – მის გარეშე ეს წარმოუდგენელია და რაც მერე მოხდება და ოცნება რასაც იკადრებს – ზუსტად იმავეს, როგოrც მელიას გაუკეთა ამნისტია“- ამბობს გახარია.

banner
წინა სტატიაშიკრამონი: ჩემი გულწრფელი თხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩაჯდეს ამ თვითმფრინავში და არც კი სცადოს დაბრუნება
შემდეგი სტატია„ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრატიულად ზურგი აქცია საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რის გამოც გვეზღუდება თავისუფალ სამყაროში თავისუფლად გადაადგილება“ – გიგა ბოკერია