კრამონი: ჩემი გულწრფელი თხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩაჯდეს ამ თვითმფრინავში და არც კი სცადოს დაბრუნება

ჩემი გულწრფელი თხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩაჯდეს ამ თვითმფრინავში და არც კი სცადოს დაბრუნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოტენციური დაბრუნება საქართველოში არ გამოიწვევს არჩევნების სტანდარტის ამაღლებას და ამასთან, შექმნის ბევრ არასასურველ პროვოკაციას, რაც ევროპარლამენტარის შეფასებით, არჩევნების დღეს არავის სჭირდება.

„საქართველოში პოლარიზაცია უკვე არის ძალიან მაღალი და აფეთქება შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. და თუ იცი, რა შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება თბილისის აეროპორტში, მაშინ არ მგონია, რომ ვინმეს სჭირდება ახალი არეულობა, პროტესტი, ბოიკოტი, დაკავება ან რამე სხვა. ამ მხრივ ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს ეს არ სჭირდება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება უფრო მაღალი სტანდარტის არჩევნები, მაგრამ სააკაშვილის პოტენციური დაბრუნება საქართველოში არ გამოიწვევს არჩევნების სტანდარტის ამაღლებას. ეს შექმნის ბევრ არასასურველ პროვოკაციას და რეაქციებს, რაც არჩევნების დღეს არავის სჭირდება. ასე რომ, ჩემი გულწრფელი თხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩაჯდეს ამ თვითმფრინავში და არც კი სცადოს დაბრუნება. ვიცი, რომ მას ამის სურვილი აქვს და მესმის, რომ ეს სამართლიანი სურვილია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ამ მომენტში და არა არჩევნების დღეს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი: მმართველ პარტიას არ შეუძლია, გააუქმოს დოკუმენტები, რომლებსაც სხვების ხელმოწერაც აქვს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „სააკაშვილი დღეს არავინ არ არის თუ მოხდა სასწაული და ჩამოვიდა – ეს ოცნებასთან შეთანხმებულია და ოცნება რასაც იკადრებს – ზუსტად იმავეს, როგორც მელიას გაუკეთა ამნისტია