გიორგი გახარია: პროფესიული განათლების მასწავლებლებლის საშუალო ხელფასი დაახლოებით 1800 ლარი გახდება

პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით, 1800 ლარი გახდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, 2020 წლიდან პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

“განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების საკითხზე წარმოადგინა საკითხი.
პროფესიული განათლების მასწავლებლებს, პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ მნიშვნელოვნად და მათი საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით, 1800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი. 2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუმობთ პროფესიულ განათლებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი, როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც შრომის ბაზარზე გაგვაჩნია”,- განაცხადა გახარიამ.

 

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია სარია დეკანოზ გიორგი მამალაძეს გლდანის ციხეში მოინახულებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს