გიორგი გახარია – ნაბიჯი, რომლის გადადგმა ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, შეძლო „ქართულმა ოცნებამ“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 21, 2020 21:21

გიორგი გახარია – ნაბიჯი, რომლის გადადგმა ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, შეძლო „ქართულმა ოცნებამ“

მნიშვნელოვანი

  • გიორგი გახარია - ნაბიჯი, რომლის გადადგმა ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, შეძლო „ქართულმა ოცნებამ“

სხვა სტატიები

ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინფორმატში იმართება.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მმართველმა ძალამ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესში მეტი პლურალიზმი ყოფილიყო, საქართველოს მეტი მოქალაქის ხმა ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, უფრო მეტი ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები გაჩენილიყვნენ.

„სწორედ ამიტომ და ამისთვის იყო მიმართული საარჩევნო რეფორმა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ პროპორციული სისტემა, საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, რა თქმა უნდა, ნიშნავს პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს შესაძლო ახალგაზრდა პოლიტიკური ძალებისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლის გამარტივებას. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს რაც გვაქვს, ცოტა სხვა შედეგი მივიღეთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიზაციის პროცესი არის საკმაოდ რთული მიზანი და გენერალური ხაზი, რა თქმა უნდა, იყო სწორი, მაგრამ როგორც ჩანს, ცოტა უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს. სწორედ ამისთვის არის გადადგმული ის ნაბიჯი, რომელიც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც დათანხმდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ქართული დემოკრატიისთვის, გრძელვადიან, თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში, ის საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც იყო მიღებული და ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა, რა თქმა უნდა, არის პროგრესი, რადგან ჩვენ, როგორც შედეგი, დღეს მივიღეთ, ხაზგასმით აღვნიშნავ, პანდემიის პირობებში, დაახლოებით ორი მილიონი მოქალაქე, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მივიდა საარჩევნო ყუთთან და მისცა ხმა, შედეგად ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, სადაც გვყავს ცხრა პოლიტიკური ძალა, პირველად ქვეყნის ისტორიაში და ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომლის დიდი ნაწილიც არის არჩეული პროპორციული სისტემით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესის პროგრესი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მიღწევა იყოს შენარჩუნებული, რადგან პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელსაც ჩვენ ახლა დღეს ვხედავთ, სამწუხაროდ, სწორედ ამ მიღწევას უქმნის რისკს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 21, 2020 21:21