ქაშიბაძე: კაცი შემოვიდა დამწვრობით, თქვა, რომ კორონა დაამარცხა – ტანსაცმელს ცეცხლი მოუკიდა

“პაციანტი შემოვიდა დამწვრობის ცენტრში, მოწიფული მამაკაცი, სახის და მტევნების დამწვრობით.

– რითი დაიწვით?

– კორონა დავამარცხე.

– კი მაგრამ, როგორ?

– რომ მოვრჩი, ტანსაცმელს ბენზინი გადავასხი და ეზოში დავწვი – მიპასუხა გახარებულმა.

p.s. დარწმუნებული ვარ დამწვრობასაც დაამარცხებს ”- წერს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – რუსეთს, რომელიც ოკუპანტი ძალაა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ნაბიჯი, რომლის გადადგმა ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, შეძლო „ქართულმა ოცნებამ“