გიორგი გახარია: მთავრობისთვის და ეკლესიისთვის ყველაზე უფრო მაღალი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა

როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობისთვის და ეკლესიისთვის ყველაზე უფრო მაღალი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა.

„კომუნიკაცია იყო ეკლესიასთან და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება. ამ კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლს შეეძლოს, გარეთ იმყოფებოდეს.

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან. რადგან მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მიიღებს სრულად იმ მომსახურებას
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე