გიორგი გახარია: საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მიიღებს სრულად იმ მომსახურებას

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უწევს თავის მოქალაქეებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებოდით ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო – საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ეს გუშინ წინაც დავაფიქსირეთ, სწორედ ამიტომ გახლდით რუხში, რომ გვენახა საავადმყოფო და მისი მზაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები, ეს ჩვენთვის სულ ერთია და რა თქმა უნდა, იქ, სადაც გვექნება შესაძლებლობა და საშუალება მივეხმარებით ყველას, როგორც სამედიცინო სერვისებით, ასევე, ყველა იმ საშუალებით, რომელსაც დღეს სახელმწიფო – საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: მთავრობისთვის და ეკლესიისთვის ყველაზე უფრო მაღალი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა