გიორგი გახარია – მედია უნდა იყოს მწვავედ კრიტიკული, თუმცა ობიექტური

მედია უნდა იყოს მწვავედ კრიტიკული, თუმცა ობიექტური, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარიამ მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის მედიის კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მედია უნდა იყოს უკიდურესად კრიტიკული, მწვავედ კრიტიკული, თუმცა ობიექტური. ეს არის ძირითადი განზომილება და აქ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ შეხედულებას. მედია შეიძლება, იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებულიც, მაგრამ ის არ უნდა კარგავდეს ობიექტურობის ხარისხს. ეს არის და ეს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ჩვენს მედიასივრცეში ჯანსაღი გარემოა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: გულწრფელად ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის ქცევა პოპულისტური მგონია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – „ჩვენ ვიქნებით იმდენად მკაცრი, რამდენადაც სამართლიანი“