გიორგი გახარია : კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით

admin
ავტ.: admin სექტემბერი 24, 2020 10:44

გიორგი გახარია : კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით

კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მობილობის გაზრდამ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაც გამოიწვია.

„ჩვენ გვაქვს ინფიცირების მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას მოჰყვებოდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგნოზირებადი იყო და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან, რა თქმა უნდა ჩვენი პირველი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხმობდა ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას. ამას თავისი ახსნა ჰქონდა, მაშინ არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ცოდნა იყო მინიმალური, რესურსების მინიმალური იყო და ამიტომ, ჩვენ გვჭირდებოდა დროის მოგება, რად თანმიმდევრულად და ეფექტურად განვახორციელეთ, რის შედეგადაც გადავარჩინეთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ეს საერთაშორისოდ არის აღიარებული. მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია და ჩვენ სწორედ ამ ადაპტაციისთვის გვჭირდებოდა დრო. დღეს კი ვართ ამ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს მთავარია, რომ ინფიცირებულთა სწრაფი გამოვლენა და მათი ეფექტიანი მკურნალობა განხორციელდეს.

„რას გულისხმობდა ჩვენთვის მკაცრი შეზღუდვები. პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენი ამოცანა იყო ვირუსის გავრცელების შეფერხება დროში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და იყო საგანგებო მდგომარეობა. ამ დროის განმავლობაში მოხდა მომზადება. თუმცა გასაგები იყო, რომ ეკონომიკის მიზნებიდან გამომდინარე, მკვეთრი შეზღუდვების დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იყო. დღეს, ინფიცირებულების რაოდენობა გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, მართოს ეს პროცესი. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ვგულისხმობთ, ეს მოიცავს სწრაფი გავრცელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში. მესამე, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, ყოველთვის ვამბობდით, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები, შემდეგ კლინიკურმა ჯგუფმა უნდა უმკურნალოს და სწრაფად გამოაჯანმრთელოს ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა გახარიამ.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 24, 2020 10:44