გიორგი გახარია კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

“უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია. მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლის და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”,- აცხადებს გიორგი გახარია.

კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 87 წელი შეუსრულდა

banner
წინა სტატიაშივარკეთილში აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 87 წლის იუბილეს ულოცავს