გიორგი გახარია კახა კალაძეს დებატებს „ტელეიმედში“, ნიკა მელიას კი, „მთავარ არხზე“ სთავაზობს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია კახა კალაძეს დებატებს „ტელეიმედში“, ნიკა მელიას კი, „მთავარ არხზე“ სთავაზობს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დებატები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების განუყოფელი ნაწილია და ერთადერთი შესაძლებლობაა, პატივი სცენ ამომრჩევლებს, რათა მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება.

„მივმართავ „ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მოდით, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები, პირისპირ, ერთი-ერთზე, რათა მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი. როგორც მოვისმინე, კახა კალაძეს გარკვეული დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს, დებატები პირისპირ „იმედის“ ტელევიზიაში. იმედი მაქვს, ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ასევე ნიკანორ მელიას მინდა, შევთავაზო, „ნაციონალური მოძრაობის“ „მთავარ არხზე“, პირისპირ მოვაწყოთ დებატები.

მოგეხსენებათ, დებატები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის არჩევნების განუყოფელი ნაწილი. ერთადერთი შესაძლებლობა, პატივი ვცეთ ამომრჩევლებს, მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ არის დრო, ამიტომ ივარჯიშეთ მეგობრებო, მოემზადეთ.

მე მზად ვარ, ნებისმიერ თქვენთვის კომფორტულ ფორმატში ასეთი დებატები ჩავატაროთ, რამეთუ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პატივისცემა საქართველოს მოქალაქეების, მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალური არჩევანი გააკეთონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგეგელია: “საარჩევნოდ ევროპარლამენტის დელეგაციაში 7 ევროპარლამენტარი იქნება”
შემდეგი სტატიაგახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა