გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა

gulis eleqsiri

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისთვის ნარკოტესტის თემა დახურული არ არის, რადგან მისთვის კატეგორულად მიუღებელია საუბარი შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეებს.

„რაც შეეხება ასე მოულოდნელად ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი ცხოვრების ნიღაბქვეშ შემოჭრილ ნარკოტესტის საკითხს, რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ და და „ოცნებამ“ განაცხადა, რომ თურმე მათი ეს საკითხი დახურულია, ეს თემა ამოწურულია. მინდა, გითხრათ, რომ ეს საკითხი ჩემთვის დახურული არ არის, მე მხოლოდ ახლა ვიწყებ ამ საკითხზე საუბარს. რა თქმა უნდ, მარტივია, ასე გამოხვიდე, შემოაგდო თემა არსაიდან და შემდეგ შენივე ტელევიზიებით ჩართო პროპაგანდისტული მაშინა, რომელიც მუშაობს ადამიანის ბრალდებაზე, ასე გვერდიდან, სუბიექტურად. შემდგომ ერთ-ერთ შენსავე პროპაგანდისტულ ტელევიზიაზე, „რუსთავი2“-ზე გაურკვეველი მიზეზების გამო და აუხსნელად, ჟურნალისტი იმ პერიოდიში იწყებს ინტერვიუს და ასრულებს რაღაც პრიმიტიული კითხვით, ნარკოტესტს ჩაიტარებ, თუ არა. შემდგომ ამას მოყვა მთელი სახელმწიფო მექანიზმის, პირველ რიგში სუს-ის მუშაობა და ინფორმაციის დალექვა, თურმე გახარიას შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, პირველ რიგში იმტიომ, რომ მე პატივს ვცემ საქართველოს მოქლაქეებს და ჩვენს მომრჩევლებს. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“, ქოცების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე. იმისთვის, რომ არავის მივცეთ ასეთი სპეკულაციებიხ შესაძლებლობა, ამ არ გავიკეთებ ამ ტესტს, უფროსწორად არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გუნდთან თათბირის შემდგომ, დავკარგავთ საარჩევნო კამპანიისთვის ერთ მნიშვნელოვან დღეს და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. როგორც ვიცით, ანალიზის პასუხი გვექნება 2 კვირაში და რა თქმა უნდა იქნება საჯარო. მე არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ იმ ნაბიჯის შემდეგ, რომელსაც გადავდგამ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წინა სტატიაშიგიორგი გახარია კახა კალაძეს დებატებს „ტელეიმედში“, ნიკა მელიას კი, „მთავარ არხზე“ სთავაზობს
შემდეგი სტატიავაშაძე: კვლავ ჩანაწერები, შანტაჟი, მოსმენები, ეს არის საბჭოთა პრაქტიკა