გიორგი ბარამიძე : მუქარა აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ გაუგებარია, სალომე ზურაბიშვილი რატომ იშვერს ხელს „ნაციონალური მოძრაობისკენ“

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 13, 2018 13:06

გიორგი ბარამიძე : მუქარა აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ გაუგებარია, სალომე ზურაბიშვილი რატომ იშვერს ხელს „ნაციონალური მოძრაობისკენ“

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მუქარა მიუღებელია, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ იშვერს ხელს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისკენ“.

მისი თქმით, მუქარის ფაქტები სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა გამოიძიონ და ხელაღებით ოპოზიცია არ უნდა დაადანაშაულონ.

„ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს მუქარა ადამიანზე, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ნათელია, რომ რაღაც შეტყობინებები მიუვიდა და მიუვიდა თუ არა, გასარკვევია. ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება, მით უმეტეს, გაუგებარია, რატომ იშვერს ხელს „ნაციონალური მოძრაობისკენ. თუ რომელიმე მოქალაქეს არაკანონიერი ქმედება აქვს ჩადენილი, ამისთვის არსებობს გამოძიება. კეთილი ინებონ, ერთხელ მაინც გამოძიებამ რამე საქმე გამოიძიოს და ხელაღებით „ნაციონალური მოძრაობა“, მით უმეტეს, გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანად არ დაადანაშაულოს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 13, 2018 13:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,695
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics