„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ხელი აქვს დაბანილი“ – სალომე სამადაშვილი ჰააგაში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს პროცესზე

ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშრებით – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს.

ოპოზიციის წარმომადგენლებს კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს ქართული მხარე იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველო-რუსეთს შორის დაწყებული დავა საქართველომ მოიგოს.

„რა ინფორმაციას აწვდის ქართული მხარე ჰააგაში შესაბამის უწყებებს მიმდინარე საქმეებთან და გამოძიებასთან დაკავშირებით, რა ვითარებაა და რა არის მათი პროგნოზები. გარდა ამისა, გვაინტერესებს, აქვს თუ არა ქართულ მხარეს ინფორმაცია, როგორ მუშაობს რუსული მხარე საკუთარი ინტერესების დასაცავად და აგროვებს თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ხელი აქვს დაბანილი ამ პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით, ამაზე გვესაჭიროება სრული ინფორმაცია დოკუმენტაციის წარდგინებით,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში2019 წლის ბიუჯეტი არის პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავების ბიუჯეტი – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე : მუქარა აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ გაუგებარია, სალომე ზურაბიშვილი რატომ იშვერს ხელს „ნაციონალური მოძრაობისკენ“