გიორგი ამილახვარი და ხათუნა კვიციანი US State Department-ის პროგრამაში მონაწილე ამერიკელ სტუდენტებს შეხვდნენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი US State Department-ის პროგრამაში მონაწილე ამერიკელ სტუდენტებს შეხვდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევები გააცნო. ასევე, კომიტეტის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეპუტატებისთვის მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ.

შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

„ამერიკის საბჭოს პროგრამის ფარგლებში შევხვდით ამერიკელ სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა შტატებში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ და ჩამოსულები არიან საქართველოში. ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე განათლების და მეცნიერების დარგში არსებულ გამოწვევებზე, რეფორმებზე და იმ წვლილზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მომავალი იურისტები, დიპლომატები და პოლიტიკოსები, წარმოდგენილი დღეს ამ სტუდენტების სახით, სწორად იყვნენ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ.

banner
წინა სტატიაშიპრაქტიკულად, დაფარული საკითხი უკვე ფარდაახდილია – ხუნდაძე ივანიშვილზე
შემდეგი სტატიაივანიშვილის ყველა ნაბიჯს ერთი მიზანი აქვს, მთავარია თავად იყოს კარგად, ქვეყანა, ხალხი და მისი მომავალი შეუძლია გაწიროს – გამოფხიზლების დროა! – ხაზარაძე