ივანიშვილის ყველა ნაბიჯს ერთი მიზანი აქვს, მთავარია თავად იყოს კარგად, ქვეყანა, ხალხი და მისი მომავალი შეუძლია გაწიროს – გამოფხიზლების დროა! – ხაზარაძე

პირადი ფინანსების და უსაფრთხოების გადარჩენა ქვეყნის აწმყოთი და მომავლით ვაჭრობის ხარჯზე, – ასე შეაფასა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული წერილი.

როგორც ხაზარაძე განმარტავს, ივანიშვილისთვის მთავარია, „მხოლოდ თავად იყოს კარგად“.

„ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაგდება რუსეთის არგაღიზიანებისთვის. გარეჯის საკითხით სპეკულირება არჩევნების მოგებისთვის. „დასავლეთი ომში გვითრევს” – მდარე სპექტაკლის გათამაშება. მის ყველა ნაბიჯს ერთი მიზანი აქვს, მთავარია თავად იყოს კარგად, ქვეყანა, ხალხი და მისი მომავალი შეუძლია გაწიროს…გამოფხიზლების დროა!“- წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ამილახვარი და ხათუნა კვიციანი US State Department-ის პროგრამაში მონაწილე ამერიკელ სტუდენტებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაკარგი იქნება, თუ იტყვიან, ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე რა თემებზე იყო, ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ერთი ან მეორე მხრიდან – ზარქუა