გიორგი ახვლედიანი: სააკაშვილის ცოლ-შვილმა საქართველო დატოვა

პოლიტიკოსი გიორგი ახვლედიანი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“არ ვიცი ვთქვა და შევცვალო არჩევნების ბედი, თუ არ ვთქვა… ყველაზე ნაღდი ეგზიტპოლი გავჩითე,

ცოტა ხნის წინ მეგობარმა დამირეკა, აეროპორტში სანდრა რულოვსი შეხვდა, თავისი შვილით, (ნიკა ქვია მგონი იმ ბავშვს) სტამბულის რეისს ელოდებოდნენ – ახლა უკვე ჰაერში იქნებიან!
მალე მიშა ჩაგვერთვება ოჯახით ჰოლანდიიდან მგონი, არჩევნების ბედი გადაწყვეტილია!

შეგიძლიათ მიულოცოთ სალომე ზურაბიშვილს!”, – წერს გიორგი ახვლედიანი.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

banner
წინა სტატიაშიცესკო ადასტურებს, რომ დეპუტატი შოთა ხაბარელი ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა და მას აკრედიტაცია გაუუქმა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია