გიგლა აგულაშვილმა მინისტრებს მეურნეობაში მიმდინარე პროექტები ადგილზე გააცნო

გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს ეროვნულ საშენ მეურნეობაში უმასპინძლა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს მეურნეობაში მიმდინარე პროექტები ადგილზე გააცნო.

2016 წლის იანვრიდან, მეურნეობის ფუნქციებს დაემატა – კომპეტენციის ფარგლებში ველური ფაუნის ადგილობრივ სახეობათა სადედე ეგზემპლარებისა და სხვა მოსაშენებელი მასალის მოპოვება, შეძენა და მოშენება, როგორც ბუნებრივ გარემოში გაშვების, ასევე რეალიზაციის მიზნით.

კაპიტალურად გარემონტდა ყოფილი საბოცვერეს შენობა, სადაც განთავსდა საწიწილე საზრდელი ოთახები, საინკუბატორო და საკვების საამქრო. მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები. შემოყვანილია 80 ფრთა კაკაბი და კოლხური ხოხობის 8 ოჯახი.

ახლო მომავალში ეროვნულ საშენ მეურნეობაში გნოლს, დურაჯსა და ხონთქრის ქათამს მოაშენებენ. ასევე, კავკასიური როჭოს მოსაშენებლად სპეციალური პირობების ხელოვნურად შექმნის შესწავლა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიქართული სახლი უცხოეთში
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური გოგი თოფაძესთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას აპირებს