გიგლა აგულაშვილი თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ კომენტარს აკეთებს

news
ავტ.: news ივლისი 2, 2016 10:07

გიგლა აგულაშვილი თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ კომენტარს აკეთებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა წინასაარჩევნოდ მინისტრის თანამდებობას.

გადაცემა “პოლიტიკის” პირდაპირ ეთერში მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

“ყველაფერს აქვს თავისი დრო და ნება მომეცით, ამ კითხვებზე თავის დროზე გავცე პასუხი. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რამდენიმე საათი, შესაძლოა რამდენიმე დღე იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. ალბათობა, რა თქმა, უნდა არსებობს, როგორც თანამდებობაზე დარჩენის, ისე გადადგომის”,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 2, 2016 10:07