შსს-მ ექსპრეს ბანკის ყაჩაღობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული დიმიტრი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ექსპრეს ბანკი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 17 ათასი ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დიმიტრი გ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ექსპრეს ბანკიდან წაღებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაბანგლადეშში სპეცრაზმმა შტურმით აიღო კაფე, სადაც შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი