გიგა ბოკერია : გრძელდება რღვევები ივანიშვილის გუნდის შიგნით

admin
ავტ.: admin დეკემბერი 20, 2019 14:02

გიგა ბოკერია : გრძელდება რღვევები ივანიშვილის გუნდის შიგნით

ხალხი, რომელიც ივანიშვილს ჰყავს აქ მოვლენილი და თავად ივანიშვილიც კი ხვდებიან, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან და ამიტომ რაღაც მანევრებს აკეთებენ, რომელიც არ არის სერიოზული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა არ წარმოადგენს რეალურ ნაბიჯს და ამიტომ პროტესტი გაგრძელდება.

„გრძელდება რღვევები ივანიშვილის გუნდის შიგნით, არა იმიტომ, რომ მათ მიერ მოტანილი წინადადება სერიოზულად განხილვადია, სერიოზულად განხილვადიც არ არის, არამედ იმიტომ, რომ თამაშის წესს არ ცვლის არსებითად, თამაშის წესი უნდა შეცვლილიყო, პროპორციულობა არის აქ საკვანძო საკითხი. გარდა იმისა, რომ ნდობა არ არის და გარდა იმისა, რომ გაირკვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი ჰქონიათ, საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი თუ აქვთ, გერმანული მოდელი მივიღოთ კლასიკური, ჩვეულებრივი. ხომ თქვეს, რომ გერმანული მოდელი მოგვწონსო, ოღონდ კონსტიტუციის პრობლემა არისო. აქ არაფერი დამაჯერებელი არ არის და სანდოობა ნულია მათ მიმართ. ფაქტია, რომ ეს ხალხიც კი, ვინც ივანიშვილს ჰყავს აქ მოვლენილი და ივანიშვილიც კი ხვდებიან, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან და ამიტომ რაღაც მანევრებს აკეთებენ, რომელიც არ არის სერიოზული. ეს აჩვენებს, რომ ნელ-ნელა ხვდებიან, როგორ მძიმე დღეში აღმოჩნდებიან, თუ ეფექტურ ნაბიჯს არ გადადგამენ. ეს არანაირი რეალური ნაბიჯი არ არის, მათ უნდა გადადგან რეალური ნაბიჯი და უკან უნდა წაიღონ შეურაცხყოფა, რაც ხალხს მიაყენეს. ეს ეგ ნაბიჯი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ნელ-ნელა მიხვდებიან. თუ ვერ მიხვდებიან, ქვეყნის შიგნით პროტესტი ხომ გაგრძელდება და გარეთაც იზოლაცია გაღრმავდება. მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი იქნება და კონკრეტული ფორმები ყველა კონკრეტულ ვითარებაში იქნება შერჩეული, ჩვენ რესურსებსაც დავზოგავთ, მოთმინებაც გვაქვს და შანსი არ აქვთ ამის საბოლოო ჯამში გაძლების“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მმართველი გუნდი ინიციატივით გამოდის, პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის ინიციატივა არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ შემდგომ არჩევნებსაც ეხება.

admin
ავტ.: admin დეკემბერი 20, 2019 14:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,326
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics