“მმართველი გუნდის წინადადება არ არის კავშირში პროპორციულ სისტემასთან”

მმართველი გუნდის მიერ დღეს შემოთავაზებული წინადადება აბსოლუტურად არ არის კავშირში პროპორციულ სისტემასთან, აქ საუბარია, რომ საუბარია, მარადიულად დარჩეს შერეული მოდელი და ყოველი შემდგომი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი ლაპარაკობს იმაზე, რომ სწორედ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ამავდროულად ვსაუბრობთ, რომ შემოვიდეს დამატებითი ელემენტი, სავალდებულო გახდეს არჩევნებში მონაწილეობა, პლუს განხორციელდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გახდეს სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაული. ჩვენ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის კი არ გვეშინია, რომ ვერ გავიმარჯვებთ, აქ პრობლემა ის არის, რომ ორჯერ გავიმარჯვე და ორჯერ წამართვეს გამარჯვება. მესამედ მინდა, რომ ქვეყანაში იყოს სხვა რეალობა, არა ის რაც მოხდა საგარეჯოში. ამიტომ, გაგრძელდება ეს დიალოგი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა წინადადება რჩება მაგიდაზე და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი. შემდეგი რაუნდი სავარაუდოდ, გაიმართება იანვარში ანუ ყველა წინადადება დევს მაგიდაზე და არის ძალაში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : გრძელდება რღვევები ივანიშვილის გუნდის შიგნით
შემდეგი სტატია„იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ”-დავით უსუფაშვილი