გია ვოლსკი : NDI-ის გამოკითხვები გარკვეული სპეკულაციების წინაპირობის შექმნის მცდელობაა

პარლამენტის თავმჯდომარე მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI), წლების განმავლობაში ერთი და იგივე ორგანიზაციის მეშვეობით ატარებს გამოკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით არის შექმნილი. ამიტომ, ვოლსკი გამოკითხვის შედეგებს არ ენდობა.

„2012 წლიდან მოყოლებული, NDI-ის მიმართ ნდობა, განსაკუთრებით არა ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“, არამედ იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც მოსახლეობის აზრის გამოკითხვას ატარებს, სკეპტიკურია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, ხალხს კარგად ესმის, რომ არსებობს პრობლემები და არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ენდობა და რომელსაც პრობლემების მოგვარების მეტი რესურსი აქვს.

„ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ არსებობს პრობლემები და არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ენდობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელისუფლებას უფრო მეტი რესურსი გააჩნია ყველაფრის მოგვარების და სწორი ტენდენციების განვითარების, ვიდრე სხვა ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც არაფერს ლამობს ხელისუფლებაში მოსვლის გარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ესეც კარგად ვიცით და NDI-ის გამოკითხვები ამასთან დაკავშირებით, გარკვეული სპეკულაციების წინაპირობის შექმნის მცდელობაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი დღეს „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „CRRC-საქართველომ“ წარადგინეს. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%.

banner
წინა სტატიაშიპარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ, ყრილობა კი, 11 მაისს გაიმართება
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე : ჩვენ NDI-ის კვლევა არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოებრივი აზრი