პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ, ყრილობა კი, 11 მაისს გაიმართება

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 11 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, ხვალ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება.

„პირველ მაისს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში ჩატარდება. 11 მაისს კი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს“, – აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ყრილობაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენება პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : NDI-ის გამოკითხვები გარკვეული სპეკულაციების წინაპირობის შექმნის მცდელობაა