გია ვოლსკი-გიგი უგულავამ ტრაბახს თავი დაანებოს და თავისი ხედვები გაგვაცნოს

რაც არ უნდა იფახიფუხოს გიგი უგულავამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, მას ჯერ საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, განაცხადა.

მან ოპოზიციონერ დეპუტატს, გიგი უგულავას მოუწოდა, ტრაბახს თავი დაანებოს და საზოგადოებას საკუთარი ხედვები გააცნოს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატები ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, სამშობლოს მოყვარული, თავის საქმეში მაღალი დონის ექსპერტები არიან. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერია და რაც არ უნდა იფახიფუხოს გიგი უგულავამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, მას ჯერ საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს. ტრაბახს თავი დაანებოს. სჯობს, თავისი ხედვები გაგვაცნოს, როგორ აპირებს, წარმოადგინოს ეს მეტად მნიშვნელოვანი რეგიონი საქართველოს პარლამენტში.

იმ ადამიანების პერსპექტივას ვერ ვხედავ, ვინც პირდაპირ კავშირშია იმ რეჟიმთან, რომელმაც საქართველოს ის შედეგი მოუტანა, რასაც ყველა ვუყურებთ, ეს არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების უშველებელი არმია, ოკუპირებული ტერიტორიები და უამრავი ოჯახი, რომლის კისერზეც გადაიარა არაადამიანური მმართველობის სისტემამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში წარადგინა. გიგი უგულავა კენჭს ზუგდიდში იყრის.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქომ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა
შემდეგი სტატიაჭიათურაში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა