ჭიათურაში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ჭიათურის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვის მამა ეზოში ელექტროსადენებს აკეთებდა, რა დროსაც მოზარდმა, სავარაუდოდ, სადენს ფეხი დააბიჯა.

მამა აკეთებდა რაღაცას, ბავშვმა გაიარა იმ ადგილზე და ალბათ, ფეხი დააბიჯა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს, – ამბობს ჭიათურაში მცხოვრები თეონა მენაფირე.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი-გიგი უგულავამ ტრაბახს თავი დაანებოს და თავისი ხედვები გაგვაცნოს
შემდეგი სტატიავოლსკი- წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა