გია ვოლსკი: GFK-ს კვლევებს საზოგადოების ნდობა არ ექნება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სანდოდ არ მიიჩნევს არა მხოლოდ იმის გამო, რომ გამოკითხვები ლევან თარხნიშვილის მეუღლის კომპანიამ ჩაატარა, არამედ იმიტომაც, რომ GFK-ს ეგზიტპოლებს 30-პროცენტიანი ცდომილება ჰქონდა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს აცდენაც იყო გამიზნული პოლიტიკური ნაბიჯი, რათა საზოგადოებაში დისონანსი შეეტანათ.

„გარდა ამისა, ამავე ორგანიზაციას ჩატარებული აქვს, არ ვიცი, ვისი ძალებით , თარხნიშვილის მეუღლე იყო თუ სხვა, ყირიმში კვლევა, რომ 90 პროცენტი მოსახლეობის ბედნიერია ტერტორიის ოკუპაციით და მოსახლეობის 60 პროცენტის ეკონომიკური მდგომარეობა თურმე გაუმჯობესდა. იმის შემდეგ მძიმე ვითარება დაუდგა ამ კომპანიას. ასე რომ, ამ ორგანიზაციამ ასე გაითქვა სახელი. ვისაც მან დაუკევთა კვლევა საქართველოში, ისიც თავიდანვე განთქმული იყო და დღემდე ამ საქმიანობითაა დაკავებული. არის პოლიტიკური დაინტერესება, რომ გამოიწვიონ საზოგადოებაში მცდარი შეხედულებები, რათა არჩევნების შემდეგ გაპროტესტების საფუძველი ჰქონდეთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არც საფუძველი იქნება ამისი და არც რეალურად საზოგადოების ნდობა ამ კვლევების მიმართ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე:2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი: შესაძლებლობა მქონდა, 21 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ოფიცერთან გვესაუბრა საქართველოს როლზე