გია ჯაფარიძის თქმით, თავდამსხმელები ბეისბოლის ჯოხის მსგავსი საგნით გაუსწორდნენ

გია ჯაფარიძის თქმით, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ, ბეისბოლის ბიტების მსგავსი საგნით გაუსწორნდნენ.

“რუსები დაგვესხნენ თავს. 2 ადამიანი მახსოვს, შეიძლება 3 ან მეტი იყო. სადარბაზოსთან მოხდა. პირდაპირ ცემა დაიწყეს. ჯოხები [დამარტყეს]. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს, ამას ამბობდნენ. ბეისბოლის ბიტებივით [ჰქონდა]”, – თქვა გია ჯაფარიძემ.

დღეს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც. ექიმის თქმით, მას ქალა-ტვინის დაზიანება აქვს. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდა
შემდეგი სტატიასუს: ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს