ღვანკითში მასობრივ ტესტირებას ითხოვენ, იმერეთის რწმუნებულის თქმით, ის არ იგეგმება

ღვანკითში ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელის ყველა ცხოვრები უნდა გაიტესტოს კორონავირუსზე, რადგან ბევრ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი იმ პირებთან, ვისაც შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდათ.

“კურიერთან” საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ სიცხეს თავადაც იზომავენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ სოფელ ღვანკითში მასიური ტესტირება არ იგეგმება და ამას ეპიდემიოლოგები სიტუაციის მიხედვით წყვეტენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

სოფელი საკარანტინო ზონად არის გამოცხადდა და 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში თურქეთის ელჩი – თურქეთში უფრო მკაცრი კარანტინია, ვიდრე საქართველოში, ეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში გვეხმარება
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გადადგა