ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, სხვა ვერაფერი აიძულებდა პრემიერს ეს დაეწერა – ამ წერილში ივანიშვილის სახელის ხსენებით რეკორდია მოხსნილი -ვაშაძე

ღარიბაშვილის განცხადება არის პირდაპირი დასტური და მტკიცებულება, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, სხვა ვერაფერი აიძულებდა პრემიერ- მინისტრს ეს წერილი დაეწერა, ისიც არ ვიცი, მან დაწერა, თუ სხვამ დაუწერა, როგორც სხვებს უწერენ ხოლმე, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წერილს ორი სავარაუდო ადრესატი ჰყავს: ან დასავლეთი ან ბიძინა ივანიშვილი.

“რას უნდა მიანიშნებდეს ეს წერილი – ორი ალტერნატივაა: ერთი, ის ცდილობს დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები, რომელიც იქნება ივანიშვილთან მიმართებით, არ შეეხოს პერსონალურად მას ან მეორე ვარიანტი – ბიძინა ივანიშვილს ეხვეწება, ცოტა ხანი კიდევ დამტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეო, რადგან შეიძლება მალე ვიხილოთ ის ამ თანამდებობის გარეშე. სხვა ყველა დეტალი ამ წერილში უინტერესოა. ამ წერილში ივანიშვილის სახელის ხსენებით რეკორდია მოხსნილი, მათ შორის თავად ღარიბაშვილის რეკორდიც,”- განაცხადა ვაშაძემ.

წინა სტატიაშიუკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსულ კომპანიებსა და ოლიგარქებს ჯამში $13.83 მილიარდის ქონება გაუყინა