ევროკავშირმა რუსულ კომპანიებსა და ოლიგარქებს ჯამში $13.83 მილიარდის ქონება გაუყინა

ევროკავშირმა ამ დროისთვის რუსულ კომპანიებს, ოლიგარქებსა და უკრაინაში ომის გამო დასანცქირებულ პირებს ჯამში $13.83 მილიარდის ქონება გაუყინა. ამის შესახებ ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა, დიდიერ რეინდერსმა ისაუბრა.

რეინდერის თქმით, ქონების უმეტესობის ჩამორთმევა ევროკავშირის 5 ქვეყანაში მოხდა და დანარჩენ 22 ქვეყანას გააქტიურებისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა ამ დროისთვის 98 კომპანიას და 1 160-მდე ინდივიდს დაუწესა სანქციები უკრაინაში ომისთვის.

“არსებულ მომენტში, ჩვენ გავყინეთ ოლიგარქებისა და სხვა წყაროების დაფინანსება, რომლის ღირებულებაც 13.8 მილიარდი ევროა. ეს საკმაოდ დიდი თანხაა. მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი, 12 მილიარდის გაყინვა 5 წევრი სახელმწიფოს მიერ მოხდა, ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ”. – თქვა რეინდერსმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, სხვა ვერაფერი აიძულებდა პრემიერს ეს დაეწერა – ამ წერილში ივანიშვილის სახელის ხსენებით რეკორდია მოხსნილი -ვაშაძე
შემდეგი სტატიაადამიანებს წაართვეს საკუთარი სახელის და გვარის გამოყენების უფლება და მათი სახელით ეტყობა კობახიძე წერილებს წერს – ვაშაძე „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე