ღარიბაშვილი – უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არასდროს ჩაერთვება.

პრემიერის თქმით, უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

„სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენი საზოგადოება მთავრობასთან ერთად გაერთიანდა და უკრაინაში 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ომში ჩართვაზე უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების გარდა, კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ, საჯაროდ არ ითქმის