ღარიბაშვილი- საზოგადოების დაახლოებით 80% საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წინააღმდეგია

საზოგადოების დაახლოებით 80% საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წინააღმდეგია, პოლიტიკოსი და მმართველი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ როცა მმართველის მიმართ ზიზღი და აგრესია გაქვს, ეს სამუდამოდ რჩება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში სახელმწიფო კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას და ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში.

„სააკაშვილის მიმართ იმდენად დიდი აგრესიაა საზოგადოებაში, ზიზღი და აგრესია, რომელიც მე ვიტყოდი, ხანგრძლივი და მუდმივია, პირდაპირ ასე უნდა ითქვას, იმიტომ, რომ შეიძლება პოლიტიკოსი და მმართველი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ როცა მმართველის მიმართ ზიზღი და აგრესია გაქვს, ეს სამუდამოდ რჩება. აი ასეთი განწყობაა დღეს საზოგადოებაში. 75%-ზე მეტი, 80%-მდე, მე ასე ვიტყოდი, ქვეყანაში სააკაშვილის დაბრუნების და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წინააღმდეგია. ჩვენ ყოველთვის ვზომავთ სურათს და ანალიზს ვუკეთებთ. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა და მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ კომიკური კაცის მორიგ ანონსზე ზედმეტ ემოციებს ნუ დავხარჯავთ. სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას კანონის შესაბამისად და რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში. დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ ეს ასე მოხდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე- ხელისუფლებას ერთადერთი გეგმა აქვს, კანონის აღსრულება ჩვენ აქ კომპრომისს არ ვუშვებთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – სააკაშვილმა ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ მიზნით თქვა, რომ ჩამოვა