ღარიბაშვილი – ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში; იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები

ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები.

„უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა – 10.6%, რაც ჯამში 14.4% გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით, პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- ჩვენი ინფორმაციით, ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე