ღარიბაშვილი აუდიოჩანაწერებზე – დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად

პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი და ბერა ივანიშვილის ჩანაწერების გასაჯაროების გამო დაზარალებული თვითონაა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, დანაშაული არ მომხდა და გამოსაძიებელია რატომ უსმენდნენ მათ.

“პირველ რიგში, მე მინდა გითხრათ, რომ ძალაინ მარტივი გასაგებია ყევლასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როცა არ არსებობს დაზარალებული, დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად, ვინაიდან, პირველი კითხვა რაც მაქვს მე, რატომ მისმენდნენ, მე როგორც კერძო პირს მაშინ იმ დროს ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს, არც პოლიტკა არებობდა, არც პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება, არც ბიძინა ივანიშვილი არ იყო მაშინ პოლიტიკაში ჩართული, შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, გამოსაძიებელია რატომ იყო მოსმენა და რატომ გაასაჯაროვეს “ფაბრიკაცია” და “სიყალბე”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედში“ შეჭრა და დარბევა; ეს ყველაფერი 2012 წელს დავასრულეთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი მელიაზე – გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან, თუნდაც დღეს