ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედში“ შეჭრა და დარბევა; ეს ყველაფერი 2012 წელს დავასრულეთ

რაც შეეხება „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მხრიდან არავითარი შეჭრა არ იგეგმება.

„მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედში“ შეჭრა და დარბევა. რა თქმა უნდა, ჩვენ, ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, პანიკის და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – მოლაპარაკებებში ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი აუდიოჩანაწერებზე – დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად