ღარიბაშვილი – 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი

2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცენდენტო ზრდაა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება 5500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცენდენტო ზრდაა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეგიონის და ევროპის ქვეყნების მასშტაბით. ჩვენ ასევე მოვამზადეთ ახალი პროგრამები, სოფლის მეურნეობაში გვაქვს სერიოზული ამბიციური გეგმები და პროგრამები. ნაწილი უკვე დავიწყეთ და იანვრიდან გავაფართოებთ ამ მასშტაბებს“, – განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია შვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 25 ნოემბერს დაიწყება