გერტ იან კოპმანი – ევროპული გზის გასაგრძელებლად საქართველოს ძალისხმევა შთამბეჭდავია

შთამბეჭდავია ევროპული გზის გასაგრძელებლად მიმართული ძალისხმევა, – ასეთ შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ეროპული ინტეგრაციის გზაზე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„მართლაც შესანიშნავი საუბარი შედგა. შთამბეჭდავია ევროპული გზის გასაგრძელებლად მუდმივი ძალისხმევა და ამ გზის განსაკუთრებული აუცილებლობის გაცნობიერება!“,- წერს იგი.

კოპმანი სოციალირ ქსელ X-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერტ იან კოპმანთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაქვეყნა.

„მქონდა ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გერტ იან კოპმანთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ძალისხმევა და პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კიდევ ერთხელ მივესალმეთ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ჩვენი ქვეყანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას“, – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა
შემდეგი სტატიაბარამიძე – არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ ბუნებრივია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მათ თავისი გზა ექნებათ