გერმანიის ქალაქ ბონში ევაკუაცია განხორციელდა

გერმანიის ქალაქ ბონში ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არსებობს აფეთქების საფრთხე. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციელები და გამნაღმველები. სადგურში კინოლოგები მუშაობენ. უსაფრთხოების მიზნით, მატარბლები აღნიშნულ სადგურზე არ ჩერდებიან.

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ გერმანიის მთელ ტერიტორიაზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არის ერის დამცირება
შემდეგი სტატიაზაზა პაპუაშვილი:”რა არის თქვენი ლეიბების და პროსტინების გარეთ გადმოფენა”