გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

Police officers stand by a regional train in Wuerzburg southern Germany on July 18, 2016 after a man attacked train passengers with an axe. German police killed the man after he attacked passengers on a train with an axe and a knife, seriously wounding three people, news agency DPA reported citing police. / AFP PHOTO / dpa / Karl-Josef Hildenbrand / Germany OUTKARL-JOSEF HILDENBRAND/AFP/Getty Images

ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთან ასოცირებული სააგენტო Amaq-ის ცნობით, სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვურცბურგთან, მატარებელში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათი თქმით, ახალგაზრდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი იყო და თავდასხმა იყო პასუხი იმ ქვეყნების მიმართ, ვინც ამერიკასთან ერთად კოალიციაში, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან.

შეგახსენებთ, რომ ნაჯახით შეიარაღებული პირი მატარებელში გუშინ ღამით შეიჭრა და მგზავრებს დაზიანება მიაყენა. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. მათგან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია. მოგვიანებით, თავდასხმის ავტორის, 17 წლის ავღანელი ლტოლვილის ოთახში, ხელით დახატული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა იპოვეს. მატარებელში მყოფთა ცნობით, თავდამსხმელი „ალაჰი დიდია”-საც ყვიროდა.

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციელებმა ესროლეს და მოკლეს.

banner
წინა სტატიაში“საქართველომ უნდა ითანამშრომლოს სლოვენიასთან რეფორმების გაზიარების თვალსაზრისით”
შემდეგი სტატია“გუშინდელი სია ადასტურებს თუ რატომ არ უნდა მისცეს ხმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“