“გუშინდელი სია ადასტურებს თუ რატომ არ უნდა მისცეს ხმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“

იმერეთში „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ისაუბრა დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნათლად აჩვენებს, რომ „ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს უკან, შევარდნაძისდროინდელ წარსულში”- თქვა ბაქრაძემ.
ენმ-ს ლიდერის თქმით, ხალხს სჭირდება მომავალი.
“გუშინდელი სია ადასტურებს თუ რატომ არ უნდა მისცეს ხმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ და უნდა აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მოუტანს მომავალს და არ დააბრუნებს იმ ეპოქაში, საიდანაც ძლივს დავაღწიეთ თავი. გუშინდელი ანტურაჟი და სახეები იყო სრულიად წარსულის გაგრძელება, საიდანაც ქართველმა ხალხმა დიდი ძალისხმევით დააღწია თავი. უნდა ვიაროთ წინ, რადგან ქვეყანას სჭირდება მომავალზე ორიენტირებული ძალა და არა ის, რომელიც ქვეყანას შევარდნაძისდროინდელ ეპოქაში დააბრუნებს“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
შემდეგი სტატიაინგლისში სპორტკომპლექსზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა