“გერმანია ვიზალიბერალიზაციის პროცესში, საგანგებო მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვს”

გერმანიის შსს-ს სახელმწიფო მდივანის ემილი ჰაბერის განცხადებით, გერმანია ვიზალიბერალიზაციის პროცესში საგანგებო მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს, რადგან დარღვევების შემთხვევაში, ზომების მიღება მოხერხდეს.

“ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ განვიხილავთ საგანგებო მექანიზმის იმისთვის, რომ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობის მასობრივი დარღვევის შემთხვევაში ზომების ამოქმედება შეგვეძლება”, – განაცხადა ჰაბერმა.

ცნობისთვის, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების თაობაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან. დღეს შინაგან საქმეთა მინსიტრების შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტიკლების გარეშე დასრულდა.

ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 ივნისს განიხილავენ. გერმანია და საფრანგეთი აღნიშნულის მიზეზად მიგრაციასა და დანაშაულს ასახელებენ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : მე დღესაც ვსვამ კითხვას, რატომ არის 2013- 2014 წლის საკონსტიტუციო სარჩელები განუხილველი
შემდეგი სტატიარუსთავი 2- ის დროშა მყინვარწვერზე