თეა წულუკიანი : მე დღესაც ვსვამ კითხვას, რატომ არის 2013- 2014 წლის საკონსტიტუციო სარჩელები განუხილველი

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

მე დღესაც ვსვამ კითხვას, რატომ არის 2013- 2014 წლებში შესული საკონსტიტუციო სარჩელები დღემდე განუხილველი და რატომ იხილება პოლიტიური ნიშნით მათთვის მნიშვნელოვანი საქმეები ერთ, ორ და სამ თვეში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მოხდენა არ შეუძლია, რადგან ამის სამართლებრივი უფლება არ აქვს.

„ერთადერთი, მე რაც შემიძლია, არის ის, რომ დავსვა ლეგიტიმური კითხვები და ამ კითხვებს ვსვამ, რადგან ამის უფლება ჩემთვის არავის წაურთმევია. მე ისევ ვსვამ კითხვას, რომელიც გუშინ დავსვი, რატომ არის 2013- 2014 წლებში შესული საკონსტიტუციო სარჩელები დღემდე განუხილველი და რატომ იხილება პოლიტიური ნიშნით მათთვის მნიშვნელოვანი საქმეები ერთ, ორ და სამ თვეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : უვიზო რეჟიმს ალბათ მივიღებთ მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივ მექანიზმს დაამტკიცებენ
შემდეგი სტატია“გერმანია ვიზალიბერალიზაციის პროცესში, საგანგებო მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვს”