გერმანია მზად არის, საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციას მხარი დაუჭიროს – თინა ხიდაშელი

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, თავის გერმანელ კოლეგას შეხვდა.

უწყებების პირველმა პირებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე, საქართველო-გერმანიისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე იმსჯელეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანული მხარე საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

თავდაცვის მინისტრი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩეველს, ქრისტოფ ჰოისგენსაც, შეხვდა.

განხილვის მთავარი თემა ამ შემთხვევაში სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი იყო.

ხიდაშელის განცხადებით, თუკი ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური იქნება, გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიჯემალ ჭკუასელი “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან წავიდა
შემდეგი სტატია2 გარდაცვლილი,11 დაშავებული –თურქეთში კომენდანტის საათია