გერმანელ ულტრამემარჯვენეებს უფლება დართეს ჰიტლერის საყვარელ ლუდხანაში შეიკრიბონ

რმანელ ულტრამემარჯვენეებს უფლება დართეს ჰიტლერის საყვარელ ლუდხანაში შეიკრიბონ

7გერმანიის სასამართლომ მიუნჰენის ლუდხანა Hofbräuhaus დაავალდებულა, ულტრამემარჯვენე პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის” შეკრების უფლება მისცეს – “ბიბისი” წერს. Hofbräuhaus-ი ადოლფ ჰიტლერის საყვარელი ადგილი იყო, სადაც მან ნაცისტების ოფიციალური პროგრამა პირველად წაიკითხა.

პარტიამ ლუდხანა დაჯავშნა 13 მაისისათვის, მომხრეებთან შესახვედრად, თუმცა, ჯავშანი მას შემდეგ გაუქმდა, რაც პარტიამ განაცხადა, რომ “ისლამი გერმანიის ნაწილი არ არის”.

1920 წლის თებერვალში, Hofbräuhaus-ში გერმანიის მუშათა პარტიის შეკრება ჩატარდა, რომელსაც 2 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ამ შეკრებაზე ჰიტლერმა 25 პუნქტი წაიკითხა ნაცისტური პარტიის ძირითადი პროგრამიდან. ლუდხანაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანები დადიოდნენ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა რუსეთის მხრიდან საჰაერო სივრცის დარღვევაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაუკრაინა და თურქეთი შავ ზღვაზე ერთობლივად იმოქმედებენ