გელა დუმბაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩად დაინიშნება

დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ტრანსფორმაცია უახლოეს დღეებში მოხდება, განხორციელდება შერწყმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივანმა, გელა დუმბაძემ განუცხადა.

“მინდა, ყველა ჩვენმა პარტნიორსმა და მეგობარმა ეს თემა განიხილოს მხოლოდ პოზიტიური კუთხით, რადგან პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ჩამოყალინდა ჩვენი სამსახურის კედლებში, წლების განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას უფრო მააღალ გემბანზე, აღიჭურვება უფრო მაღალი დიპლომატიური სტატუსით, დაისპორებთან დაკავშირებულ თემებს ექნება უფრო დიდი გამოძახილი. ევროპის ყველა ქვეყანაში დიასპორის თემატიკა არის საგარეო საქმეთა წიაღში. ეს არის ევროსტანდარტი, ეს არის პროგრესული ნაბიჭი. ძალიან მაიმედებს ის განწყობა, რაც მიხეილ ჯანელიძეს აქვს”,-აღნშნა დუმბაძემ.

კითხვაზე, თუ სად ხედავს თავის მომავალში, დუმბაძემ აღნიშნა, რომ 16 წელი იმუშავა საგარეო საქმეთა სამინისტროში და სავარაუდოდ იქნება ელჩი ერთ-ერთ ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიზვავსაშიშროების, თოვისა და ქარბუქის გამო, რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიაპარლამენტის პირველ სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ