პარლამენტის პირველ სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

მეცხრე მოწვევის პარლამენტი 18 ნოემბერს, 12:00 საათზე შეიკრიბება. სხდომაზე პარლამენტის ახალი თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატების მოსმენა იგეგმება.

საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომაზე ფარული კენჭისყრით, პარლამენტის თავმჯდომარეს აიჩევენ. სავარაუდოდ, ხვალვე მოხდება საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმირება.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ფრაქცია შეიქნება უმრავლესობაში და ვინ იქნებიან მათი ხელმძღვანელები.

რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომას მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, რომელთა შორის სრულიად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრეზიდენტი და მთავრობის წევრები იქნებიან. სხდომაზე ასევე, მიწვეული იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება, მოქმედ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა, სადაც “ქართული ოცნება” უმრავლესობას კოალიციურ რეჟიმში წარმოადგენდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.

banner
წინა სტატიაშიგელა დუმბაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩად დაინიშნება
შემდეგი სტატიაკასპის მუნიციპალიტეტის სოფელში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა