გავიგეთ გარკვეული დარღვევების შესახებ, თუმცა ვფიქრობთ, რომ სიმშვიდე იყო – ჰერმანი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
„სპეციალური ჯგუფები გვქონდა შექმნილი იმისთვის, რომ მონიტორინგი გაგვეწია არჩევნების მიმდინარეობისთვის. ჩვენი დამკვირვებლები სხვადასხვა ლოკაციაზე ადევნებდნენ თვალყურს პროცესს. ამ დაკვირვებით, ჩვენი დასკვნით, ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები.

იყო რამდენიმე მაგალითი, როდესაც გავიგეთ გარკვეული დარღვევების შესახებ, თუმცა უმეტესად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმშვიდე იყო“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : გვჯერა, საქართველოსა და ისრაელს შორის ძლიერი მეგობრობის
შემდეგი სტატია„ლარი ზოგჯერ გაუფასურდება და ზოგჯერ გამყარდება“ – კობა გვენეტაძე