„ლარი ზოგჯერ გაუფასურდება და ზოგჯერ გამყარდება“ – კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურების ფაქტს ეხმაურება, მისი თქმით ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნებაა:

“არავისთვის არის ახალი, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით – ზოგჯერ გაუფასურების და ზოგჯერ გამყარების მიმართულებით. როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი არ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით. დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი. ანუ იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური რომელიმე ვალუტის მიმართ, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება და იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება. ამავე დროს, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც მართალი არ არის, ზაფხულის შემდეგ სებ-ს ინტერვენცია არ განუხორციელებია და ყველა ის ინტერვენცია, რაც ჩაატარა, იყო მხოლოდ შესყიდვა და წელს 130 მილიონი დოლარი შევისყიდეთ ბაზრისგან. ამავე დროს, ზოგადად მინდა ვთხოვო, რომ ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშოირებით კარგი იქნება, თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ”, – განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლარი უკანასკნელ ორ დღეში თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით რამდენიმე თეთრით გაუფასურდა.

banner
წინა სტატიაშიგავიგეთ გარკვეული დარღვევების შესახებ, თუმცა ვფიქრობთ, რომ სიმშვიდე იყო – ჰერმანი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს
შემდეგი სტატიამერიაში ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება – კალაძე